სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
ზისერი
ბურჯალიანი
|
|
რაიონი
|
ცაგერი
|
|
სკოლა
|
ლაჯანის საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი ,,ექვთიმე
თაყაიშვილი’’
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეები ეცნობიან
ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.ემიგრაციაში ყოფნას, ქართული განძის მოვლა პატრონობას და მის უკან დაბრუნებას
|
||
საგანი
|
||
მონახავენ და
წაიკითხავენ სხვადასხვა ხასიათის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს,უკეთ
გასაანალიზებლად ყურადღებას გაამახვილებენ არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე არამედ
დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუნსებზე
|
||
დონე/კლასი
|
||
დონე მეორე მე-9
კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
3 კვირა
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
IX.6 მოსწავლეები
სწავლობენ სხვადასხვა ხასიათის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს უკეთ გასააზრებლად
ყურადგებას ამახვილებენ არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე არამედ დეტალებზე. გამოხატავენ
საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულ ტექსტებში წარმოდგენილ განსხვავებულ თვალსაზრისზე.
აზუსტებენ ტექსტში მოცემულ ინფორმაციას.
გადმოსცემენ სხვათა თვალსაზრისს და უკეთებენ კომენტარს,მოიძიებენ
აჯგუფებენ არგუმენტებს განსხვავებული თვალსაზრისების წარმოსაჩენად წინასწარ
აგროვებენ მასალას რომლებიც შეიძლება დასჭირდეთ.
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლეებმა
წაიკითხეს სხვადასხვა სახის მხატვრული და არა მხატვრული ტექსტები. კერძოდ
საქართველო 1918-21 წლები საქართველოს ანექსია. კოლაუ ნადირაძის ლექსი 25
თებერვალი 1921 წელი.
მოსწავლეებმა
ყურადგება გაამახვილეს იმაზე თუ რატომ გახდა აუცილებელი საქართველოდან განძის
გატანა. ვის დაევალა განძის მეთვალყურეობა. რამდენი წელი იყო განძი საზღვარგარეთ
და როდის დაბრუნდა.
მოსწავლეები
წაიკითხავენ ექვთიმე თაყაიშვილის წიგნს ,,დაბრუნება“
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
რა
მოხდა საქართველოში 1921 წელს? რომელმა ქარველმა პოეტმა შეაფასა ეს ფაქტი და
როგორ აღწერა მოვლენა?
|
|
თემატური კითხვები
|
1.ვინ იყვნენ და რა იცით ქართველი ემიგრანტების
შესახებ?
2. საქართველოდან განძის გატანა აუცილებელი იყო,
ვის უნდა ემეთვალყურა განძისათვის? რას ნიშნავს სიტყვა ემიგრანტი?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
3.ვინ იყო ექვთიმე თაყაიშვილი?თქვენი აზრით რატომ
მოხდა საქართველოდან განძის გატანა?
4. რომელ ქვეყანაში და ქალაქში ჩაიტანეს განძი? რა
ახალი საფრთხეები მოელოდა განძს?
5. რას გულისხმობს მწერალი როდესაც ამბობს რომ ექვთიმე
თაყაიშვილს მოწამრებრივი გზიდან გადახვევა არ შეეძლო?
1.რა ხერხს მიმართეს ფრანგებმა განძის
გადასარჩენად?
2.რა ეთაკილებოდა მოხუცს სამშობლოში წამოსასვლელად,
მას ხომ განძი უკლებლივ მოჰქონდა. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
3.რატომ უწოდებს მას მწერალი მეჭურჭლეთუხუცესს?
4.რა იცით რეზო თაბუკაშვილის შესახებ?
5.როგორ შეაფასებდით თქვენ ექვთიმეს ღვაწლს?
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე
მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
გონებრივ იერიშს
გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში მოსწავლეთა მობილიზებისთვის, შუალედური
მონიტორინგისთვის გამოვიყენებ დისკუსიას, გაზეთის შეფასების ჩეკლისტს,
პრეზენტაციის ჩეკლისტს და სხვადასხვა დიაგრამებს.პროექტის დასრულებისას
ვმვ-დიაგრამას
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
ტექსტის ანალიზის და
დამუშავების უნარი, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
შევიკრიბებით პროექტის მონაწილენი; მათ დავურიგებ გაკეცილ
ფურცლებს .ფურცლებზე დახატული მაქვს: გული, გვირილა და ვარდი.
როცა გაშლიან ფურცლებს მათ ვეუბნები გულები ერთად ვარდები ერთად
გვირილები ერთად. ამის შემდეგიქმნება სამი ჯგუფი. თითოეულ ჯგუფში არის ხუთი მოსწავლე. ვირჩევ ლიდერს: მათ ვაძლევ ასეთ დავალებას,აბა ვინ
უფრო სწრაფად იტყვის თავისი სახელიდან გამომდინარე ლამაზ ფრაზას .
გამარჯვებული
იქნება ჯგუფის ლიდერი.
ამის
შემდეგ თითოეულ ჯგუფს ვაძლევ პროექტიდან გამომდინარე მოსაძიებელ საკითხებს.
ჯგუფის ლიდერი ვალდებული არის თვალყური ადევნოს თუ როგორ ასრულებს მიცემულ
დავალებას მისი ჯგუფი. ჯგუფის წევრები თავიანთი სურვილის მიხედვით ინაწილებენ
საკითხებს.
ლიდერებმა
გამოთქვეს სურვილი, რომ ორი დღის
შემდეგ კვლავ შეიკრიბონ და იმსჯელონ შეგროვილი საკითხების ირგვლივ.
მეორე
შეკრებაზე ჯგუფ ვარდის ლიდერმა გამოთქვა სურვილი, რომ იქნებ მოვიძიოთ უხუცესი
ადამიანები რომლებმაც შეიძლება რაიმე იცოდნენ ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ, რომელმაც
იმოგზაურა ლეჩხუმში.
ამის
შემდეგ პროექტის წევრებმა ისაუბრეს თუ მასალის შეგროვების რა ფაზაში არის მათი
ჯგუფი.მათ მივეცი შენიშვნები თუ რა უნდა დაამატონ საკითხებს.
ზოგიერთი
მოსწავლე მიკავშირდებოდა კომპიუტერის საშუალებით და მაცნობებდა, თუ რა მოიძია და
რჩევას მთხოვდა .რა თქმა უნდა მე ყველა მოწოდებულ მასალას ვკითხულობ, ვაძლევ
რჩევას თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება
ერთერთი
ჯგუფის წევრი დამიკავშირდა და მითხრა რომ ორბელის საკრებულოში მოვიძიეთ უხუცესი
ადამიანები, სურვილი გვაქვს მათთან მისვლის რათა იქნებ შევიტყოთ რაიმე ექვთიმე
თაყაიშვილის შესახებ. ასეთი მოხუცი აღმოჩნდა სოფელ ორბელში მცხოვრები სერაფიონ
ბურჯალიანი,მივიდნენ მასთან, მოხუცისაგან ფირზე ჩაიწერეს მონათხრობი .
თითოეულმა
ჯგუფმა მოძიებული მასალებიდან გამომდინარე შეადგინა T დიაგრამა და ასოციაციური
რუკა. როცა ჯგუფის წევრები ყველა მასალას
მოიძიებენ ამის შემდეგ მოხდება პროექტის შეჯამება.
პროექტორის
საშუალებით მორიტორინგზე გამოჩნდება პროექტის მიზანი.
ვსვამ შემდეგ კითხვებს:
რა მოხდა საქართველოში 1921წელს?
რომელმა ქართველმაპოეტმა შეფასა ეს ფაქტი და როგორ აღწერა
ეს მოვლენა.მორიტორზე ჩანს კოლაუ ნადირაძის სურათი და ისმის სამგლოვიარო მუსიკა
მუსიკის ფონზე ერთი მოსწავლე კითხულობს ლექსს 25 თებერვალი 1921წელი.
ვინ იყვნენ და რა იცით ქართველი ემიგრატების შესახებ ?
პროექტორზე ჩანს
მიხეილ თამარაშვილის მიხეილ თარხნიშვილის ,გრიგოლ ფერაძის.,თამარ და აკაკი
პაპავეების,ექვთიმე თაყაიშვილის სურათები.
თქვენი აზრით რატომ მოხდა ქართული განძის საზღვარგარეთ
გატანა? რომელ წელს მოხდა ეს?
საქართველოდან განძის გატანა აუცილებელი იყო. ვის უნდა
ემეთვალყურა განძისათვის?
მორიტორზე ჩანს
თაყაიშვილის სურათი .
რომელ ქვეყანაში და ქალაქში ჩაიტანეს განძი?
პროექტორი კვლავ ირთვება და ჩანს გემი და აღელვებული ზღვა
ამის შემდეგ სურათი იცვლება პარიზის სურათებით ეიფელიის კოშკი და
ღირსშესანიშნაობები.
რა ახალი საფრთხეები მოელოდა განძს?
რას გულისხმობს მწერალი, როდესაც ამბობს, რომ ექვთიმე
თაყაიშვილს მოწამებრივი გზიდან გადახვევა არ შეეძლო?
კვლავ ირთვება პროექტორი და ჩანს რეზო თაბუკაშვილის სურათი. ამის შემდეგ
ჩანს ექვთიმე თაყაიშვილისა და მისი მეუღლის სურათები.
რა ხერხს
მიმართეს ფრანგებმა საგანძურის გადასარჩენად?
რა
ეთაკილებოდა მოხუც მეჭურჭლეთუხუცესს სამშობლოში წამოსასვლელად,მას ხომ განძი
უკლებლივ მოჰქონდა,რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
რატომ
უწოდებს მწერალი მას მეჭურჭლეთუხუცეს?
რომელ წელს
იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა ლეჩხუმში? (ამ დროს ირთვება პროექტორი და ჩანს
ლეჩხუმის სურათები,შენდეგ ირთვება ფირი სადაც ჩაწერილია მონათხრობი ექვთიმე
თაყაიშვილზე)
როგორ
შეაფასებდით ექვთიმეს ღვაწლს?
პასუხის
შემდეგ ვარიგებ ბარათებს ვიცი,ვისწავლე,მინდა ვიცოდე დიაგრამით(რამდენიმე წუთში მოსწავლეები
ავსებენ ბარათებს )
მოსწავლეებს ვავალებ დაწერონ ჩანახატი ,,ექვთიმე ლეჩხუმში“ .
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
==[
|
||
|
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) |
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოგრაფიის ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ
და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური
მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები,
ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან,
ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий