четверг, 20 октября 2011 г.


პროექტი

პროექტის სახელწოდება:,,მივუსწროთ,შევკრიბოთ,გადავარჩინოთ.
პროექატის მთავარი იდეა:შეკრიბონ ხალხში გაბნეული თქმულებები,ზღაპრები,ლექსები,ანდაზები და ბრძნული გამონათქვამები.
პროექტის აქტუალობა:ყველა მოსწავლის ჩაბმა პროექტში.რათა უფრო მეტი რამ იცოდნენ   თავიანთი კუთხის შესახებ.
პროექტის მიზნები:შეკრიბონ მოსწავლეებმა სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები.
სამიზნე ჯგუფი:VII-IX კლასის მოსწავლეები.
ვადები(ხანგრძლივობა):სამი კვირა.
მოსალოდნელი შედეგი:შეგროვილი მასალების დახარისხება.
პროექტისთვის საწირო ძირითადი რესურსები:ფოტო -აპარატი,ვიდეო-კამერა,საწერკალმები.
პროექტის მსვლელობა:მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად თითოეულს მივსცემ ერთ სოფელს,სადაც უნდა შეხვდნენ სოფლის უხუცესებს,ჩაიწერონ მათგან ზეპირსიტყვიერების ნიმუშები.(თქმულება,ზღაპრები,ლექსები,ანდაზები და ბრძნული გამონათქვანები.)
პროექტის ხელმძღვანელი:ზისერი ბურჯალიანი.
ელ.ფოსტა:ziseriburjaliani@gmail.com

შეფასების კრტერიუმები


ქულები კრიტერიუმები
9–10
7–8
4–6
1–3
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს, იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს, მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
უჭირს გამართულად საუბარი, ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა
კონტაქტი აუდიტორიასთან თვალსაჩინოებების გამოყენება
წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად იყენებს თვალსაჩინოებებს
ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად
მეტ–ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს
ნაკლებად ახერხებს კითხვებზე პასუხის გაცემას
ვერ ახერხებს კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემას

გაკვეთილის გეგმა








გაკვეთილის  მთავარი თემა
ვაჟა –ფშაველას ბახტრიონის აღება
ნაწყვეტი პოემიდან „ბახტრიონი“
სწავლების საფეხური
პირველი საფეხური, მეექვსე კლასი, ქართული ენა და ლიტერატურა


მოსწავლეთა რაოდენობა
ექვსი


გაკვეთილისიზანი
მოსწავლეები გააზრებულად კითხულობენ მხატვრულ ტექსტს და გამოაქვთ სათანადო დასკვნები  წაკითხული ტექსტის შესახებ


წინასწარიცოდნა

მოსწავლეები საუბრობენ ბახტრიონის აჯანყების შესახებ მსჯელობენ აკაკისა და  ვაჟას ნაწარმოებების მიხედვით აგრეთვე პარალელს ავლებენ ხალხურ ზეპირ სიტყვიერებაში შემონახულ ცნობებთან .


შეფასებისსაგანიდაპროცედურები

ბრძოლის ამსახველი მომენტების შეფასება



სასწავლომასალადა ტექნიკური რესურსები

ვიყენებ კომპიუტერს, ვიდეო ფირს „ბაში–აჩუკს“ და გრაფპროექტორს



გაკვეთილისმსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
გაკვეთილს ვიწყებ კინოფილმ ბაში–აჩუკის შესავალი ნაწილით კერძოდ საქართველოს ბუნების ჩვენებითა და სიმღერით რითაც კლასს ვუქმნი კარგ განწყობილებას კითხვების საშუალებით გამოვიკითხავ გაკვეთილს მოსწავლეები ყურადღებას ამახვილებენ 1659 წლის აჯანყების შესახებ. ამ დროს ვრთავ გრაფპროექტორს და ვაჩვენებ მასალას ბახტრიონის აჯანყებაზე. მოსწავლეები თვალს ადევნებენ რა არის მათთვის უცნობი და რა ნაცნობი ჩაინიშნავენ მათთვის უცნობ მომენტებს. ამის შემდეგ კომპიუტერში მოვიძიებ ცნობებს ბახტრიონის აჯანყებაზე და ვაჩვენებ მათ. კვლავ ვაგრძელებ კინოფილმს კერძოდ აჯანყების მომენტს. ამის შმდეგ კლასს ვურიგებ ცხრილებს „ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე. რამდენიმე წუთში ისინი ავსებენ ცხრილს. შემდეგ მოსწავლეები ავლებენ პარალელს  ხალხურსა და მხატვრულ ლიტერატურულ ტექსტებს შორის. ვაძლევ საშინაო დავალებას კომპიუტერში მოიძიონ ცნობები ბახტრიონის გმირების შესახებ.