четверг, 20 октября 2011 г.

გაკვეთილის გეგმა








გაკვეთილის  მთავარი თემა
ვაჟა –ფშაველას ბახტრიონის აღება
ნაწყვეტი პოემიდან „ბახტრიონი“
სწავლების საფეხური
პირველი საფეხური, მეექვსე კლასი, ქართული ენა და ლიტერატურა


მოსწავლეთა რაოდენობა
ექვსი


გაკვეთილისიზანი
მოსწავლეები გააზრებულად კითხულობენ მხატვრულ ტექსტს და გამოაქვთ სათანადო დასკვნები  წაკითხული ტექსტის შესახებ


წინასწარიცოდნა

მოსწავლეები საუბრობენ ბახტრიონის აჯანყების შესახებ მსჯელობენ აკაკისა და  ვაჟას ნაწარმოებების მიხედვით აგრეთვე პარალელს ავლებენ ხალხურ ზეპირ სიტყვიერებაში შემონახულ ცნობებთან .


შეფასებისსაგანიდაპროცედურები

ბრძოლის ამსახველი მომენტების შეფასება



სასწავლომასალადა ტექნიკური რესურსები

ვიყენებ კომპიუტერს, ვიდეო ფირს „ბაში–აჩუკს“ და გრაფპროექტორს



გაკვეთილისმსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
გაკვეთილს ვიწყებ კინოფილმ ბაში–აჩუკის შესავალი ნაწილით კერძოდ საქართველოს ბუნების ჩვენებითა და სიმღერით რითაც კლასს ვუქმნი კარგ განწყობილებას კითხვების საშუალებით გამოვიკითხავ გაკვეთილს მოსწავლეები ყურადღებას ამახვილებენ 1659 წლის აჯანყების შესახებ. ამ დროს ვრთავ გრაფპროექტორს და ვაჩვენებ მასალას ბახტრიონის აჯანყებაზე. მოსწავლეები თვალს ადევნებენ რა არის მათთვის უცნობი და რა ნაცნობი ჩაინიშნავენ მათთვის უცნობ მომენტებს. ამის შემდეგ კომპიუტერში მოვიძიებ ცნობებს ბახტრიონის აჯანყებაზე და ვაჩვენებ მათ. კვლავ ვაგრძელებ კინოფილმს კერძოდ აჯანყების მომენტს. ამის შმდეგ კლასს ვურიგებ ცხრილებს „ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე. რამდენიმე წუთში ისინი ავსებენ ცხრილს. შემდეგ მოსწავლეები ავლებენ პარალელს  ხალხურსა და მხატვრულ ლიტერატურულ ტექსტებს შორის. ვაძლევ საშინაო დავალებას კომპიუტერში მოიძიონ ცნობები ბახტრიონის გმირების შესახებ. 


Комментариев нет:

Отправить комментарий