среда, 10 июня 2015 г.

გაკვეთილის გეგმა ლადო ასათიანის პოეზია



















(თავისუფალი გაკვეთილი)
გაკვეთილის თემა: დალო ასათიანის პოეზოა
გაკვეთილის მიზანი: მიღებული ცოდნის გამოყენების უნარის შემოწმება.
                                       კვლევის უნარის განვითარება
                                       ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება
                                      საპრეზენტაციო უნარის განვითარება
აქტივობები:        1) ტექსტებზე დაკვირვება ჯგუფში 
                               2) ჯგუფური კვლევის შედეგების პრეზენტაცია ერთი მოსწავლის მიერ
                               3) როლური თამაში (ცაგერის ბაზრობა) 
                               4) დასკვნითი პრეზენტაცია ერთი მოსწავლის მიერ
საჭირო რესურსები: ლადო ასათიანის ლექსები 
                                     სახელმძღვანელო
                                     სამუშაო ფურცლები და კალმები 
                                     შეფასების რუბრიკა ცალკე ფურცლებზე 
                                     კომპიუტერი და პროექტორი
შეფასების ფორმა: დაკვირვება თუ როგორ კითხულობენ გამომეტყველებით ლექსებს,                                        დაკვირვება ჯგუფის მუშაობაზე თუ როგორ იცავენ დროის ლიმიტს
                                 დაკვირვება დასკვნით პრეზენტაციაზე და პრეზეტატორის შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. 

გაკვეთილის მსვლელობა: 
                            განწყობის შექმნა, მუსიკის მოსმენა(დაუკარით)... 


                            გაცნობა გაკვეთილის მიზნისა და აქტივობების
                            თხოვნა კლასისადმი გაიხსენონ ლადო ასათიანის ლექსები 




კლასს ვყოფ 2 ჯგუფად და კონკურსი რომელმა უფრო მეტი ლექსი იცის. 
                   1 სურათი ლადო ასათიანი 
 ამ დროს 1 მოსწავლე კითხულობს ლექსს ,,საქართველოში" 
ხდება ლადო ასათიანის სახლისა ბარდნალაში 
                მეორე მოსწავლე კითხულობს ლექსს ,,ბარდნალა"                  
შემდეგ ჯგუფიდან 1 მოსწავლე იწყებს ლექსს ,,საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი" 
ამ დროს მოსწავლეები ენაცვლებიან ერთმანეთს თითოეული სტროფის დამთავრების თანავე. 
მონიტორზე ჩნდება ლეჩხუმის სურათები და ერთი მოსწავლე კითხულობს ,,ლეჩხუმური შემოდგომის სურათებს" 
შემდეგ კი მეორე ჯგუფიდან კვლავ მოსწავლე კითხუხლობს ლექსს ,,ქართული ენა" 
კვლავ ჩნდება მურის ციხეების სურათები. მოსწავლეები ასრულებენ როლურ თამაშს: ცაგერის ბაზრობა. შემდეგ ისინი მერხებზე სხდებიან და ურიგდებათ ფურცლები სადაც წერია რეზო ინანიშვილის მინიატურა: ცხოვრება პოეტისა, კითხულობენ მას და პასუხობენ შემდეგ კითხვებს: 1. განმარტეთ რა არის ტექსტის მთავარი სათქმელი
2. ჩამოაყალიბეთ, რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს ავტორი დასახული მიზნის მისაღწევად. 
3. დაასაბუთეთ თქვენი თვალსაზრისი.      
ვარიგებ ბარათებს: ვიცოდი, ვისწავლე, ვინდა ვიცოდე.          
სამუშაოს შესრულების შემდეგ ერთი მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას.
ბოლოს ვაჯამებ გაკვეთილს და ვაფასებ თითოეულ ჯგუფს.
მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ ისწავლონ ლადოს 4-4 ლექსი ზეპირად, რომლის შემოწმება მოხდება რამდენიმე დღის შემდეგ. 

воскресенье, 17 мая 2015 г.

,,მივუსწროთ, შევკრიბოთ , გადავარჩინოთ’’.

ჩვენი ფოლკლორისტთა წრე მუშაობს დევიზით: ,,მივუსწროთ, შევკრიბოთ , გადავარჩინოთ’’.
წრეში გაერთიანებული არის 10 მოსწავლე.  დავდივართ რაიონის სხვადასხვა სოფლებში და უხუცესი ადამიანებისაგან ვიწერთ საინტერესო მასალებს.
19 აპრილს წრის ერთი წევრი ნათია გოლეთიანი გამოძახებული იყო მოსწავლეთა სასწავლო კონფერენციაზე და სათანადო შედეგებსაც მივაღწიეთ. ნათია დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით და განათლების სიგელით.

კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას და ვაგროვებთ ფოლკლორულ მასალებს. 

четверг, 14 мая 2015 г.

ილია ჭავჭავაძე - პროექტები

სასწავლო პროექტი ,,ილიას ნაკვალევზე“
         ,,მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა!“

1.      პროექტის სახელწოდება: ,,ილიას ნაკვალევზე“
2.      პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან მწერლის შემოქმედებასა და ღვაწლს. მოინახულებენ ყვარელს, საგურამოსა და წიწამურს.
3.      პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან ცხოვრებასა და შემოქმედებას მწერლისას, როგორც ქართველი ხალხის კონსოლიდაციის, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებისა და ამაღლების ეროვნულ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლს, ახალი სალიტერატურო ენის ფუძემდებელს, დემოკრატს, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.
4.      პროექტის მიზნები: მოიძიებენ ფოტო მასალას, წაიკითხავენ ,,ილიას სამრეკლოს“, გრიგოლ კიკნაძე ,,ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ძირითადი ტენდენციები“, გერონტი ქიქოძე ,,ილია ჭავჭავაძე“, რევაზ სირაძე ,,სული, საქმით მეტყველი“, ივანე ჯავახიშვილი ,,,,ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია“. მოეწყობა ექსკურსია ყვარელში, საგურამოსა და წიწამურში. გადაიღებენ ფოტოებს და მოეწყობა ფოტოების გამოფენა. მოაწყობენ დისკუსიას მწერლის შემოქმედებასა და ღვაწლზე.
5.      მონაწილეთა ასაკი: 17-18 წელი.
6.      ვადები: ხანგრძლივობა 2 თვე.
7.      მოსალოდნელი შედეგები: პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას. მოსწავლეები გაეცნობიან ღრმად ილიას შემოქმედებას. დაწერენ ჩანახატებს ესეებს. გამოუშვებენ კედლის გაზეთს ექსკურსიის დროს ალაზნის პირას შეასრულებენ როლურ თამაშს ,,კაცია ადამიანიდან“ (ბიჭების დაწიოკება), წაიკითხავენ მონაკვეთს ,,რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, ,,ყვარლის მთებს“, დაწერენ ჩანახატებს.
8.      რესურები: დამხმარე ლიტერატურის მოძიება: XIX ს. ქართული ლიტერატურა, კომპიუტერი, ინტერნეტი.
9.      საგნებთან კავშირი: [ქართული, ისტორია, გეოგრაფია, ისტი]
10.  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
11.  პროექტის ხელმძღვანელი: მზია ბურჯალიანი.

1ექსკურია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ყვარელსა და საგურამოში.
სასწავლო პროექტის გეგმა
1.      პროექტის სახელი: ილია ჭავჭავაძის ყვარლისა და საგურამოს სახლ-მუზეუმი.
2.      პროექტის მოკლე აღწერა: ილია ჭავჭავაძის შესახებ ბევრი რამ იციან მოსწავლეებმა, მაგრამ კარგი იქნება თუ ისინი საკუთარი თვალით ნახავენ იმ გარემოს, სადაც ის დაიბადა, ცხოვრობდა და მნიშვნელოვანი წლები გაატარა და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნა მწერალმა.
3.      პროექტის სრული აღწერა:
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია და შეასრულონ დავალებები ყვარლის, საგურამოს სახლ-მუზეუმების შესახებ, აგრეთვე წაიკითხონ ,,წიწამურის ტრაგედიები“, მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებად, პირველი ჯგუფი იმუშავებს ყვარლის სახლ-მუზეუმზე, იმ ძველი შენობის შესახებ სადაც ილია დაიბადა. ძველ სახლზე თუ რატომ არ აქვს ფანჯრები. მარნის მოწყობილობაზე. ეზო-
შემოგარენზე იმუშავებს მეორე ჯგუფი, მე-3 ჯგუფის წევრები ჩაატარებენ როლურ თამაშს ალაზნის პირზე ,,კაცია ადამიანიდან?!“ წაიკითხავენ ლექსებს. მე-4  ჯგუფი გადაიღებს ფოტოებს. ასევე განაწილდება ეს დავალებები საგურამოში. შესრულდება როლური თამაში ,,მწყემსი ქალისა და მწირის საუბარი“ ,,განდეგილიდან“. გაარკვევენ თუ რა ნაწარმოებები შექმნა ილიამ საგურამოში ყოფნის დროს. მოინახულებენ წიწამურის ობელისკს და წაიკითხავენ ილიას დაკრძალვის დღეზე წარმოთქმულ ვაჟას, აკაკისა და ცნობილი ადამიანთა სიტყვებს.
4.      მონაწილეთა ასაკი: 17-18 წელი.
5.      ვადები ხანგრძლივობა: ერთი თვე.
6.      პროექტის შესაძლო აქტივობები: ცნობების მოძიება ყვარლის სახლ-მუზეუმის, საგურამოს სახლ-მუზეუმის და წიწამურის შესახებ. ფოტო მასალებისა და ინფორმაციების მოძიება ინტერნეტის მეშვეობით. გადაღებული ფოტოებით გამოფენის მოწყობა.
7.      მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას): მოსწავლეები მოაწყობენ შემოქმედებით პრეზენტაციას. გამოუშვებენ კედლის გაზეთს: შექმნიან ფოტო-ალბომს; მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.
8.      სასარგებლო სხვებისათვის: მოსწავლეები დაათვალიერებენ საგურამოსა და ყვარლის სახლ-მუზეუმებს. როგორც გარე ხედებს, ასევე შიდა ინტერიერს; გაეცნობიან გარემოს, სადაც შეიქმნა ილიას საუკეთესო ნაწარმოებები; გაიფართოვებენ ცოდნას მე-19 საუკუნის სამოციანელებზე.
9.      კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
10.  ბიუჯეტი
11.  სკოლიდან გასვლა 30 მაისს დილის 6 საათზე. პირველი დღე 20საათზე საუზმე. 2 საათზე სადილი, 7 საათზე ყვარელში ჩასვლა და ვახშამი, ღამის გათევა. II დღე ყვარელიდან გამოსვლა 8 საათზე. 10 საათზე საუზმე. საგურამოში ჩამოსვლა 2 საათზე და სადილი. როლური თამაში ,,განდეგილისა და მწყემსი ქალის“, წიწამურის მონახულება, ილიას დაკრძალვაზე გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამების წაკითხვა.
12.  პროექტის ფასილიტატორი მზია ბურჯალიანი. 

пятница, 27 марта 2015 г.

ინტეინტეგრირებული  გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა: ნუგზარ შატაიძის ,,მოგზაურობა აფრიკაში“
ფილმი: გიორგი ოვაშვილი - გაღმა ნაპირი გაკვეთილის მიზანი:
 
ტექსტის ინტერპრეტაციის უნარის განვითარება
მსჯელობის უნარის გავითარება
მულტიმიციური ტექსტის წაკითხის უნარის განვითარება
წერის უნარის განვითარება

აქტივობები:
 1. ტექსტში მწერლის სათქმელის ამოცნობა
2. ფილმისა და მხატვრული ტექსტის შედარება შეპირისპირება
3. მსჯელობის ტიპის ტექსტის შექმნა

საჭირო რესურსები: 1. სახელმძღვანელო
2. ფილმი - გაღმა ნაპირი

3. კომპიუტერული ტექნოლოგიები 
შეფასების ფორმა:  დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობაზე
გაკვეთილის მსვლელობა:  სიმღერა ,,გამრჯობა აფხაზეთო შენი“ რომელ პირში მიმდინარეობს ამბის თხრობა, ვინ არის მთხრობელი და რისი მსხვერპლია მოთხრობის მთავარი გმირი?
საუბარი აფხაზეთის ომის შესახებ (ისტორიის მასწავლებელი)
რა ელოდა უპატრონოდ დარჩენილ ბიჭსა და მის თანატოლებს თბილისის ქუჩებში?
ვისი ნახვა მოუნდა ბიჭს და რა გადაწყვიტა მან?

რა მიჰქონდა ბიჭს საჩუქრად მამასთან?
ახსნა იმისა თუ რა გზები უნდა გაევლო ბიჭს (გეოგრაფიის მასწავლებელი)
ვისი დახმარებით მიაღწია ბიჭმა აფხაზი ,,ბოევიკების“ ბლოკპოსტს?
ბიჭს რატომღაც ეგონა, რომ კარგ ადამინებზე მეტი ბოროტები იყვენენ რამ დააეჭვა იგი ამ აზრის სისწორეში?
რა იგრძნო ბიჭმა აფხაზურ ოჯახში?
როლური თამაში - ზიტასა და დაურის საუბარი
როგორ გამოიყურებოდა ტყვარჩელი და ის სახლი სადაც ბიჭი ცხოვრობდა?
რა წამოიღო ბიჭმა სახლიდან?
რა შეიტყო მარო ბებოსაგან ბიჭმა და რა ურჩია მარო ბებომ მას? 
რატომ ჰქვია მოთხრობას მოგზაურობა აფრიკაში, ფილმს კი გაღმა ნაპირი?
დააკვირდით რა დეტალებია გამოყენებული ფილმში
ბარათული მუშაობა
ვიცოდი|ვისწავლე|მინდა ვიცოდე
როგორ ფიქრობთ ფილმმა ზუსტად გაიმეორა მხატვრული ტექსტი თუ რეჯისორმა განსხვავებული დეტალებით საკუთარი სათქმელი გამოხატა?
შეჯამება და შეფასება.
საშინაო დავალება: როგორ გადმოსცა კინოს ენამ მწერლის სათქმელი მოთხრობაში.

суббота, 7 марта 2015 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

 

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ზისერი ბურჯალიანი
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ლაჯანის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი ,,ექვთიმე თაყაიშვილი’’
თემის შინაარსი
მოსწავლეები ეცნობიან ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.ემიგრაციაში ყოფნას, ქართული განძის მოვლა პატრონობას და მის უკან დაბრუნებას
საგანი
მონახავენ და წაიკითხავენ სხვადასხვა ხასიათის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს,უკეთ გასაანალიზებლად ყურადღებას გაამახვილებენ არა მხოლოდ ზოგად ინაარსზე არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუნსებზე
დონე/კლასი  
დონე მეორე მე-9 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
IX.6 მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა ხასიათის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს უკეთ გასააზრებლად ყურადგებას ამახვილებენ არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე არამედ დეტალებზე. გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულ ტექსტებში წარმოდგენილ განსხვავებულ თვალსაზრისზე. აზუსტებენ ტექსტში მოცემულ ინფორმაციას.   გადმოსცემენ სხვათა თვალსაზრისს და უკეთებენ კომენტარს,მოიძიებენ აჯგუფებენ არგუმენტებს განსხვავებული თვალსაზრისების წარმოსაჩენად წინასწარ აგროვებენ მასალას რომლებიც შეიძლება დასჭირდეთ.


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა სახის მხატვრული და არა მხატვრული ტექსტები. კერძოდ საქართველო 1918-21 წლები საქართველოს ანექსია. კოლაუ ნადირაძის ლექსი 25 თებერვალი 1921 წელი.
მოსწავლეებმა ყურადგება გაამახვილეს იმაზე თუ რატომ გახდა აუცილებელი საქართველოდან განძის გატანა. ვის დაევალა განძის მეთვალყურეობა. რამდენი წელი იყო განძი საზღვარგარეთ და როდის დაბრუნდა.
მოსწავლეები წაიკითხავენ ექვთიმე თაყაიშვილის წიგნს ,,დაბრუნება“

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა მოხდა საქართველოში 1921 წელს? რომელმა ქარველმა პოეტმა შეაფასა ეს ფაქტი და როგორ აღწერა მოვლენა?
თემატური კითხვები
1.ვინ იყვნენ და რა იცით ქართველი ემიგრანტების შესახებ?
2. საქართველოდან განძის გატანა აუცილებელი იყო, ვის უნდა ემეთვალყურა განძისათვის? რას ნიშნავს სიტყვა ემიგრანტი?
შინაარსობრივი კითხვები
3.ვინ იყო ექვთიმე თაყაიშვილი?თქვენი აზრით რატომ მოხდა საქართველოდან განძის გატანა?
4. რომელ ქვეყანაში და ქალაქში ჩაიტანეს განძი? რა ახალი საფრთხეები  მოელოდა განძს?
5. რას გულისხმობს მწერალი როდესაც ამბობს რომ ექვთიმე თაყაიშვილს მოწამრებრივი გზიდან გადახვევა არ შეეძლო?
1.რა ხერხს მიმართეს ფრანგებმა განძის გადასარჩენად?
2.რა ეთაკილებოდა მოხუცს სამშობლოში წამოსასვლელად, მას ხომ განძი უკლებლივ მოჰქონდა. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
3.რატომ უწოდებს მას მწერალი მეჭურჭლეთუხუცესს?
4.რა იცით რეზო თაბუკაშვილის შესახებ?
5.როგორ შეაფასებდით თქვენ ექვთიმეს ღვაწლს?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










დისკუსია

გონებრივი იერიში

გაზეთის შფასების ჩეკლისტი
პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი
T-დიაგრამა
ვმვ-დიაგრამა
 შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

გონებრივ იერიშს გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში მოსწავლეთა მობილიზებისთვის, შუალედური მონიტორინგისთვის გამოვიყენებ დისკუსიას, გაზეთის შეფასების ჩეკლისტს, პრეზენტაციის ჩეკლისტს და სხვადასხვა დიაგრამებს.პროექტის დასრულებისას ვმვ-დიაგრამას

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
ტექსტის ანალიზის და დამუშავების უნარი, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
სასწავლო პროცედურები

შევიკრიბებით პროექტის მონაწილენი; მათ დავურიგებ გაკეცილ ფურცლებს .ფურცლებზე დახატული მაქვს: გული, გვირილა და ვარდი.

როცა გაშლიან ფურცლებს მათ ვეუბნები გულები ერთად ვარდები ერთად გვირილები ერთად. ამის შემდეგიქმნება სამი ჯგუფი. თითოეულ ჯგუფში არის ხუთი მოსწავლე. ვირჩევ ლიდერს: მათ  ვაძლევ ასეთ დავალებას,აბა ვინ უფრო სწრაფად იტყვის თავისი სახელიდან გამომდინარე ლამაზ ფრაზას .

გამარჯვებული იქნება ჯგუფის ლიდერი.
ამის შემდეგ თითოეულ ჯგუფს ვაძლევ პროექტიდან გამომდინარე მოსაძიებელ საკითხებს. ჯგუფის ლიდერი ვალდებული არის თვალყური ადევნოს თუ როგორ ასრულებს მიცემულ დავალებას მისი ჯგუფი. ჯგუფის წევრები თავიანთი სურვილის მიხედვით ინაწილებენ საკითხებს.
ლიდერებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ორი დღის   შემდეგ კვლავ შეიკრიბონ და იმსჯელონ შეგროვილი საკითხების ირგვლივ.
მეორე შეკრებაზე ჯგუფ ვარდის ლიდერმა გამოთქვა სურვილი, რომ იქნებ მოვიძიოთ უხუცესი ადამიანები რომლებმაც შეიძლება რაიმე იცოდნენ ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ, რომელმაც იმოგზაურა ლეჩხუმში.
ამის შემდეგ პროექტის წევრებმა ისაუბრეს თუ მასალის შეგროვების რა ფაზაში არის მათი ჯგუფი.მათ მივეცი შენიშვნები თუ რა უნდა დაამატონ საკითხებს.
ზოგიერთი მოსწავლე მიკავშირდებოდა კომპიუტერის საშუალებით და მაცნობებდა, თუ რა მოიძია და რჩევას მთხოვდა .რა თქმა უნდა მე ყველა მოწოდებულ მასალას ვკითხულობ, ვაძლევ რჩევას თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება
ერთერთი ჯგუფის წევრი დამიკავშირდა და მითხრა რომ ორბელის საკრებულოში მოვიძიეთ უხუცესი ადამიანები, სურვილი გვაქვს მათთან მისვლის რათა იქნებ შევიტყოთ რაიმე ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ. ასეთი მოხუცი აღმოჩნდა სოფელ ორბელში მცხოვრები სერაფიონ ბურჯალიანი,მივიდნენ მასთან, მოხუცისაგან ფირზე ჩაიწერეს მონათხრობი .
თითოეულმა ჯგუფმა მოძიებული მასალებიდან გამომდინარე შეადგინა T დიაგრამა და ასოციაციური რუკა. როცა ჯგუფის წევრები ყველა  მასალას მოიძიებენ ამის შემდეგ მოხდება პროექტის შეჯამება.
პროექტორის საშუალებით მორიტორინგზე გამოჩნდება პროექტის მიზანი.
ვსვამ შემდეგ კითხვებს:
რა მოხდა საქართველოში 1921წელს?
რომელმა ქართველმაპოეტმა შეფასა ეს ფაქტი და როგორ აღწერა ეს მოვლენა.მორიტორზე ჩანს კოლაუ ნადირაძის სურათი და ისმის სამგლოვიარო მუსიკა მუსიკის ფონზე ერთი მოსწავლე კითხულობს ლექსს 25 თებერვალი 1921წელი.
ვინ იყვნენ და რა იცით ქართველი ემიგრატების შესახებ ?
პროექტორზე  ჩანს მიხეილ თამარაშვილის მიხეილ თარხნიშვილის ,გრიგოლ ფერაძის.,თამარ და აკაკი პაპავეების,ექვთიმე თაყაიშვილის სურათები.
თქვენი აზრით რატომ მოხდა ქართული განძის საზღვარგარეთ გატანა? რომელ წელს მოხდა ეს?
საქართველოდან განძის გატანა აუცილებელი იყო. ვის უნდა ემეთვალყურა განძისათვის?
 მორიტორზე ჩანს თაყაიშვილის სურათი .
რომელ ქვეყანაში და ქალაქში ჩაიტანეს განძი?
პროექტორი კვლავ ირთვება და ჩანს გემი და აღელვებული ზღვა ამის შემდეგ სურათი იცვლება პარიზის სურათებით ეიფელიის კოშკი და ღირსშესანიშნაობები.
რა ახალი საფრთხეები მოელოდა განძს?
რას გულისხმობს მწერალი, როდესაც ამბობს, რომ ექვთიმე თაყაიშვილს მოწამებრივი გზიდან გადახვევა არ შეეძლო?
კვლავ ირთვება პროექტორი და ჩანს  რეზო თაბუკაშვილის სურათი. ამის შემდეგ ჩანს  ექვთიმე თაყაიშვილისა და მისი მეუღლის სურათები.
   რა ხერხს მიმართეს ფრანგებმა საგანძურის გადასარჩენად?
    რა ეთაკილებოდა მოხუც მეჭურჭლეთუხუცესს სამშობლოში წამოსასვლელად,მას ხომ განძი უკლებლივ მოჰქონდა,რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
      რატომ უწოდებს მწერალი მას მეჭურჭლეთუხუცეს?
      რომელ წელს იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა ლეჩხუმში? (ამ დროს ირთვება პროექტორი და ჩანს ლეჩხუმის სურათები,შენდეგ ირთვება ფირი სადაც ჩაწერილია მონათხრობი ექვთიმე თაყაიშვილზე)
      როგორ შეაფასებდით ექვთიმეს ღვაწლს?
      პასუხის შემდეგ ვარიგებ ბარათებს ვიცი,ვისწავლე,მინდა ვიცოდე  დიაგრამით(რამდენიმე წუთში მოსწავლეები ავსებენ ბარათებს )
        მოსწავლეებს ვავალებ დაწერონ ჩანახატი ,,ექვთიმე ლეჩხუმში“ .







==[









სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      

ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.