четверг, 14 мая 2015 г.

ილია ჭავჭავაძე - პროექტები

სასწავლო პროექტი ,,ილიას ნაკვალევზე“
         ,,მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა!“

1.      პროექტის სახელწოდება: ,,ილიას ნაკვალევზე“
2.      პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან მწერლის შემოქმედებასა და ღვაწლს. მოინახულებენ ყვარელს, საგურამოსა და წიწამურს.
3.      პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან ცხოვრებასა და შემოქმედებას მწერლისას, როგორც ქართველი ხალხის კონსოლიდაციის, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებისა და ამაღლების ეროვნულ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლს, ახალი სალიტერატურო ენის ფუძემდებელს, დემოკრატს, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.
4.      პროექტის მიზნები: მოიძიებენ ფოტო მასალას, წაიკითხავენ ,,ილიას სამრეკლოს“, გრიგოლ კიკნაძე ,,ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ძირითადი ტენდენციები“, გერონტი ქიქოძე ,,ილია ჭავჭავაძე“, რევაზ სირაძე ,,სული, საქმით მეტყველი“, ივანე ჯავახიშვილი ,,,,ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია“. მოეწყობა ექსკურსია ყვარელში, საგურამოსა და წიწამურში. გადაიღებენ ფოტოებს და მოეწყობა ფოტოების გამოფენა. მოაწყობენ დისკუსიას მწერლის შემოქმედებასა და ღვაწლზე.
5.      მონაწილეთა ასაკი: 17-18 წელი.
6.      ვადები: ხანგრძლივობა 2 თვე.
7.      მოსალოდნელი შედეგები: პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას. მოსწავლეები გაეცნობიან ღრმად ილიას შემოქმედებას. დაწერენ ჩანახატებს ესეებს. გამოუშვებენ კედლის გაზეთს ექსკურსიის დროს ალაზნის პირას შეასრულებენ როლურ თამაშს ,,კაცია ადამიანიდან“ (ბიჭების დაწიოკება), წაიკითხავენ მონაკვეთს ,,რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, ,,ყვარლის მთებს“, დაწერენ ჩანახატებს.
8.      რესურები: დამხმარე ლიტერატურის მოძიება: XIX ს. ქართული ლიტერატურა, კომპიუტერი, ინტერნეტი.
9.      საგნებთან კავშირი: [ქართული, ისტორია, გეოგრაფია, ისტი]
10.  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
11.  პროექტის ხელმძღვანელი: მზია ბურჯალიანი.

1ექსკურია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ყვარელსა და საგურამოში.
სასწავლო პროექტის გეგმა
1.      პროექტის სახელი: ილია ჭავჭავაძის ყვარლისა და საგურამოს სახლ-მუზეუმი.
2.      პროექტის მოკლე აღწერა: ილია ჭავჭავაძის შესახებ ბევრი რამ იციან მოსწავლეებმა, მაგრამ კარგი იქნება თუ ისინი საკუთარი თვალით ნახავენ იმ გარემოს, სადაც ის დაიბადა, ცხოვრობდა და მნიშვნელოვანი წლები გაატარა და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნა მწერალმა.
3.      პროექტის სრული აღწერა:
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია და შეასრულონ დავალებები ყვარლის, საგურამოს სახლ-მუზეუმების შესახებ, აგრეთვე წაიკითხონ ,,წიწამურის ტრაგედიები“, მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებად, პირველი ჯგუფი იმუშავებს ყვარლის სახლ-მუზეუმზე, იმ ძველი შენობის შესახებ სადაც ილია დაიბადა. ძველ სახლზე თუ რატომ არ აქვს ფანჯრები. მარნის მოწყობილობაზე. ეზო-
შემოგარენზე იმუშავებს მეორე ჯგუფი, მე-3 ჯგუფის წევრები ჩაატარებენ როლურ თამაშს ალაზნის პირზე ,,კაცია ადამიანიდან?!“ წაიკითხავენ ლექსებს. მე-4  ჯგუფი გადაიღებს ფოტოებს. ასევე განაწილდება ეს დავალებები საგურამოში. შესრულდება როლური თამაში ,,მწყემსი ქალისა და მწირის საუბარი“ ,,განდეგილიდან“. გაარკვევენ თუ რა ნაწარმოებები შექმნა ილიამ საგურამოში ყოფნის დროს. მოინახულებენ წიწამურის ობელისკს და წაიკითხავენ ილიას დაკრძალვის დღეზე წარმოთქმულ ვაჟას, აკაკისა და ცნობილი ადამიანთა სიტყვებს.
4.      მონაწილეთა ასაკი: 17-18 წელი.
5.      ვადები ხანგრძლივობა: ერთი თვე.
6.      პროექტის შესაძლო აქტივობები: ცნობების მოძიება ყვარლის სახლ-მუზეუმის, საგურამოს სახლ-მუზეუმის და წიწამურის შესახებ. ფოტო მასალებისა და ინფორმაციების მოძიება ინტერნეტის მეშვეობით. გადაღებული ფოტოებით გამოფენის მოწყობა.
7.      მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას): მოსწავლეები მოაწყობენ შემოქმედებით პრეზენტაციას. გამოუშვებენ კედლის გაზეთს: შექმნიან ფოტო-ალბომს; მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.
8.      სასარგებლო სხვებისათვის: მოსწავლეები დაათვალიერებენ საგურამოსა და ყვარლის სახლ-მუზეუმებს. როგორც გარე ხედებს, ასევე შიდა ინტერიერს; გაეცნობიან გარემოს, სადაც შეიქმნა ილიას საუკეთესო ნაწარმოებები; გაიფართოვებენ ცოდნას მე-19 საუკუნის სამოციანელებზე.
9.      კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
10.  ბიუჯეტი
11.  სკოლიდან გასვლა 30 მაისს დილის 6 საათზე. პირველი დღე 20საათზე საუზმე. 2 საათზე სადილი, 7 საათზე ყვარელში ჩასვლა და ვახშამი, ღამის გათევა. II დღე ყვარელიდან გამოსვლა 8 საათზე. 10 საათზე საუზმე. საგურამოში ჩამოსვლა 2 საათზე და სადილი. როლური თამაში ,,განდეგილისა და მწყემსი ქალის“, წიწამურის მონახულება, ილიას დაკრძალვაზე გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამების წაკითხვა.
12.  პროექტის ფასილიტატორი მზია ბურჯალიანი. 

Комментариев нет:

Отправить комментарий