пятница, 27 марта 2015 г.

ინტეინტეგრირებული  გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა: ნუგზარ შატაიძის ,,მოგზაურობა აფრიკაში“
ფილმი: გიორგი ოვაშვილი - გაღმა ნაპირი გაკვეთილის მიზანი:
 
ტექსტის ინტერპრეტაციის უნარის განვითარება
მსჯელობის უნარის გავითარება
მულტიმიციური ტექსტის წაკითხის უნარის განვითარება
წერის უნარის განვითარება

აქტივობები:
 1. ტექსტში მწერლის სათქმელის ამოცნობა
2. ფილმისა და მხატვრული ტექსტის შედარება შეპირისპირება
3. მსჯელობის ტიპის ტექსტის შექმნა

საჭირო რესურსები: 1. სახელმძღვანელო
2. ფილმი - გაღმა ნაპირი

3. კომპიუტერული ტექნოლოგიები 
შეფასების ფორმა:  დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობაზე
გაკვეთილის მსვლელობა:  სიმღერა ,,გამრჯობა აფხაზეთო შენი“ რომელ პირში მიმდინარეობს ამბის თხრობა, ვინ არის მთხრობელი და რისი მსხვერპლია მოთხრობის მთავარი გმირი?
საუბარი აფხაზეთის ომის შესახებ (ისტორიის მასწავლებელი)
რა ელოდა უპატრონოდ დარჩენილ ბიჭსა და მის თანატოლებს თბილისის ქუჩებში?
ვისი ნახვა მოუნდა ბიჭს და რა გადაწყვიტა მან?

რა მიჰქონდა ბიჭს საჩუქრად მამასთან?
ახსნა იმისა თუ რა გზები უნდა გაევლო ბიჭს (გეოგრაფიის მასწავლებელი)
ვისი დახმარებით მიაღწია ბიჭმა აფხაზი ,,ბოევიკების“ ბლოკპოსტს?
ბიჭს რატომღაც ეგონა, რომ კარგ ადამინებზე მეტი ბოროტები იყვენენ რამ დააეჭვა იგი ამ აზრის სისწორეში?
რა იგრძნო ბიჭმა აფხაზურ ოჯახში?
როლური თამაში - ზიტასა და დაურის საუბარი
როგორ გამოიყურებოდა ტყვარჩელი და ის სახლი სადაც ბიჭი ცხოვრობდა?
რა წამოიღო ბიჭმა სახლიდან?
რა შეიტყო მარო ბებოსაგან ბიჭმა და რა ურჩია მარო ბებომ მას? 
რატომ ჰქვია მოთხრობას მოგზაურობა აფრიკაში, ფილმს კი გაღმა ნაპირი?
დააკვირდით რა დეტალებია გამოყენებული ფილმში
ბარათული მუშაობა
ვიცოდი|ვისწავლე|მინდა ვიცოდე
როგორ ფიქრობთ ფილმმა ზუსტად გაიმეორა მხატვრული ტექსტი თუ რეჯისორმა განსხვავებული დეტალებით საკუთარი სათქმელი გამოხატა?
შეჯამება და შეფასება.
საშინაო დავალება: როგორ გადმოსცა კინოს ენამ მწერლის სათქმელი მოთხრობაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий